ირმა ხეცურიანი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ხმლით ფარიკაობაში მედლოს გარეშე დარჩა. 35 წლის ქართველმა მოფარიკავე ნახევარფინალში ჩინელ შაო რონგს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.
ირმა ხეცურიანმა (B კატეგორია) წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი წაგებული ბრძოლის შემდეგ, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიელ როსანა პასკინოს დაძაბულ ბრძოლაში (15:14) აჯობა. ხეცურიანმა ნახევარფინალური ბრძოლა ჩინელ შუმეი ტანთან გამართა და ანგარიშით 8-15 დამარცხდა.
ირმა ხეცურიანი პარალიმპიადაზე რაპირათიც იასპარეზებს.
GIPHY App Key not set. Please check settings