in

ნინა თიბილაშვილი პარალიმპიადის ფინალშია

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე წარმატებით ასპარეზობს ქართველო პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.

ნინამ უმძიმეს ნახევარფინალურ შეხვედრაში უკრაინელი ევჰენია ბრაუსი 15:12 დაამარცხა. ქართველი შეხვედრას 8:12-ს აგებდა, მაგრამ ამის შემდეგ მეტოქეს 7 ჩხვეტა მიაყენა და გამარჯვებაც მოიპოვა. ფინალში თიბილაშვილი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერ ჩინელს შეხვდება.

ქართველმა ეტლით მოფარიკავემ A კატეგორიაში ჯგუფურ ეტაპზე ჯერ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, ევგენია სიჩევა 5-0 დაამარცა, შემდეგ კი შეხვედრა კანადელ სილვია მორელს 5-2 მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ ნინამ წინასწარი ეტაპის მომდევნო ორი შეხვედრა დათმო, მერვედფინალის საგზური მაინც მოიპოვა მოიპოვა. თიბილაშვილი ჯერ პოლონელ კინგა დროზდზთან დამარცხდა 1-5, შემდეგ კი ჰაიიან გუსთან 4-5 წააგო.

მერვედფინალში ნინა თიბილაშვილმა იტალიელი ლორედანა ტრიგილიას, მარტივად, 15-9 სძლია, შემდეგ უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15-13.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალმა მბაპეს შესაძენად ოფიციალური შეთავაზება გააკეთა: მორიგი სუპერტრანსფერი?

ირმა ხეცურიანი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს