in

ფოტო: Charlie Hebdo-მ ახალი ნომერი მესის და პსჟ-ს ავღანეთის მოვლენებთან კავშირს მიუძღვნა

სატირულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ 1517-ე ნომრის გარეკანი წარადგინა. ის ავღანეთში პოლიტიკურ კრიზისს ეძღვნება. პირველ გვერდზე ლურჯ ფარანჯიანი სამი ადამიანია გამოსახული „მესის“ გვარით და ზურგზე №30-ით. ორ მათგანს იარაღიანი ჩემოდანი უჭირავს.

ვიდეო: ავღანეთის ნაკრების ფეხბურთელი ქვეყნიდან გაქცევისას დაიღუპა – ხალხი აფრენილ თვითმფრინავს ჩამოეკიდა

„თალიბანი: იმაზე უარესია, ვიდრე გვეგონა“ – აწერია გარეკანს. ავტორებმა მინიშნება ლეო მესის პსჟ-ში გადასვლაზე გააკეთეს, რაზეც მისი პარიზულ კლუბში აღებული 30-ე ნომერიც მიუთითებს.

საქმე ისაა, რომ პსჟ-ს მფლობელი – ფონდი Qatar Sports Investments ყატარის ხელისუფლებასთანაა ასოცირებული. ამ არაბული ქვეყნის შეიხებს კი ადანაშაულებენ ტერორიზმის სპონსორობასა და მოძრაობა „თალიბანის“ ხელმძღვანელთა ფინანსურ მხარდაჭერაში.

Charlie Hebdo არაერთხელ გახვეულა საერთაშორისო სკანდალებში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამო. 2015 წელს ჟურნალის რედაქცია ორმა შეიარაღებულმა ისლამისტმა დაცხრილა. მათ 12 ადამიანი მოკლეს და 11 დაჭრეს.

ავღანეთში იყო სპორტი, აწი არაფერი აღარ იქნება

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ავღანეთის ნაკრების ფეხბურთელი ქვეყნიდან გაქცევისას დაიღუპა – ხალხი აფრენილ თვითმფრინავს ჩამოეკიდა

ხვიჩამ მეორე ოცეულიც გაიარა: ქართველი Golden Boy-ის ნომინანტია