in

დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთსა და პორტუგალაიში ჩატარდება

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი აცხადებს, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთსა და პორტუგალიაში უნდა ჩატარდეს.

„დარწმუნებული ვარ, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთსა და პორტუგალიაში გაიმართება. ეს მომგებიანი განაცხადია, და ყველაფერს ვიზამთ, რომ დავეხმაროთ ორ ქვეყანას, რომლებიც ცოცხლობენ და სუნთქავენ ფეხბურთით და აქვთ კარგი ინფრასტრუქტურა“, – დაწერა ჩეფერინი სიტყვები Reuters-მა.

ესპანეთმა და პორტუგალიამ მუნდიალის ჩატარებაზე ერთობლივი განაცხადი 2022 წლის ივნისში შეიტანეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთობლივი მასპინძლობა სურთ არგენტინას, ურუგვაის, პარაგვაის და ჩილეს. ურუგვაის იმედი აქვს, რომ მსოფლიო პირველობის 100 წლის იუბილეს გამო მას მისცემენ (1930 წელს პირველი ჩემპიონატი სწორედ ურუგვაიში ჩატარდა).

შეგახსენებთ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.

ესპანეთში მუნდიალი 1982 წელს უკვე ჩატარდა, ხოლო პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატი მიიღო 2004 წელს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიში გადასვლა უფრო გამართლებული იყო, ვიდრე იუვენტუსში: ხვიჩას აგენტი

ბულგარეთთან სანაძე ითამაშებს – ბითაძე მატჩის წინ გადაწყდება