სახელგანთქმულმა და ალბათ ყველა დროის უდიდესმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა ლეო მესის პსჟ-ში გადასვლით მოგება ნახა. ამაზე El Grafico წერს.
სავაჭრო მარკა Air Jordan-ის ლოგო პსჟ-ს ფორმაზეა განთავსებული. ეს კომპანია ჯორდანს ეკუთვნის და სპორტულ ფორმას აწარმოებს, მათ შორის პარიზული კლუბისთვისაც. Air Jordan თითოეული კომპლექტის გაყიდვისგან 5%-ს იღებს.
წყარო ამბობს, რომ მესის გვარიანი მაისურების გაყიდვის წყალობით ჯორდანმა 6 მილიონი ევრო იშოვა. არგენტინელმა ახალ კლუბში 30 ნომერი აიღო.
34 წლის მესი პსჟ-ში „ბარსელონადან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings