in

რა დრო დადგა, რონალდო არავის აღარ უნდა: მართლა წასულია თუ არა კრიშტიანოს დრო

კრიშტიანო რონალდოს წლევანდელი საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია. პორტუგალიელმა შესაძლოა დატოვოს „იუვენტუსი“ ან სულაც არა.

36 წლის ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტი სიტის“ შეთავზა, ამტკიცებს Corriere dello Sport.
აღინიშნება, რომ „ბებერი ქალბატონი“ თანახმაა მსოფლიოს ყველა დროის უდიადესი ბიჭი 30 მლნ ევროდ დათმოს.
რონალდოს მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი.

აქამდე ჟურნალისტი ედუ აგირე წერდა, რომ „რეალის“ ახალდანიშნული მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პორტუგალიელთან კონტაქტს ინარჩუნებდა და მისი თავის გუნდში ნახვა სურდა, მაგრამ თავად კლუბი აღარ გეგმავს 36 წლის კრიშტიანოს დაბრუნებას.

რამდენიმე თვის წინ „რეალს“ შეთავაზეს რონალდოს აყვანა, მაგრამ ეს წინადადება უარყოფილ იქნა. მადრიდში მიაჩნიათ, რომ ეს ეტაპი დასრულებულია.

რონალდოს დაბრუნების შესაძლებლობა თავად ანჩელოტიმაც უარყო.
„კრიშტიანო – „რეალის“ ლეგენდაა, ის ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.
მე არასოდეს ვგეგმავდი მის ტრანსფერს, ჩვენ წინ ვიყურებით“ – დაწერა ანჩელოტიმ ტვიტერზე.

ამასობაში ტურინული კლუბი ელოდება, რომ პორტუგალიელი კიდევ ერთი სეზონით დარჩება იტალიაში. ისე, თავად ფებხურთელსაც არასდროს დაუფიქსირებია წასვლის სურვილი.

ალბათ გეხსომებათ, რომ ერთი წლის შემდეგ რონალდოს წაყვანის წადილი პსჟ-მ გამოთქვა, პარიზელთა არაბ მფლობელს სურს ერთ გუნდში ყველა დროის ყველაზე მაგარი ბიჭები ერთად შეყაროს – მესი და რონალდო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბა ვინ დარბის ჩქარა და ბევრს: სად თამაშობენ ინტენსიურად – რეიტინგი

ავღანეთში იყო სპორტი, აწი არაფერი აღარ იქნება