საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს, პსჟ-სა და “სტრასბურგს” შორის (4:2) განსაკუთრებულად ელოდნენ, რადგან შესაძლო იყო ლიგა 1-ში ლეო მესის დებიუტი შემდგარიყო. მაგრამ არგენტიელმა გუნდთან ერთად ძალიან მცირე დრო გაატარა, ამიტომ განაცხადშიც ვერ მოხვდა და თამაშს ტრიბუნიდან მიადევნა თვალ-ყური.
სამაგიეროდ “სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობამ პირველი საშინაო მატჩი ახალწვეულების პრეზენტაციისთვის გამოიყენა. 5 ახალ ფეხბურთელს ეცვა მაისურები წარწერით “ჩვენ – პარიზი” და ისინი მაყურებლის თვალწინ სპეციალურ პოდიუმზე დააყენეს. აშრაფ ჰაკიმი, ჟორჟიონიო ვეინალდუმი, ჯანლუიჯი დონარუმა, სერხიო რამოსი და ლიონელ მესი ფოტოგრაფებს უღიმოდნენ. 49 ათასი ფანი კი მარტო ერთს ყვიროდა: “ლეო მესი, ლეო მესი”.
“ეს განსაკუთრებული კვირა იყო. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა ასეთი მიღებისთვის. ეს არაჩვეულებრივია. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ ახალ ერაში ყოფნით. იმედი მაქვს, ახალი სეზონისგან სიამოვნებას მივიღებთ”, – თქვა ფრაგნული პუბლიკის წინაშე “ოქროს ბურთის” 6-გზის მფლობელმა.
როდის ითამაშებს
L’Equipe ამბობს, რომ მესის გამოჩენას აგვისტოს ბოლომდე არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, ის მოედანზე მე-4 ტურის მატჩში გამოვა, 29 აგვისტოს პსჟ-ს გასვლაზე თამაში უწევს “რეიმსთან”. ამის შემდეგ ფეხბურთელები სანაკრებო პაუზაზე წავლენ, მესის მსოფლიო ჩმპიონარტის საკვალიფიკაციო მატჩები უწევს ვენესუელასთან და ბოლივიასთან.
GIPHY App Key not set. Please check settings