in

ბასილაშვილი მე-13 ჩოგანთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა და ტორონტოს მასტერსს გამოეთიშა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერს გამოეთიშა. 1/8 ფინალურ შეხვედრაში ქართველი მეჩოგნე მსოფლიოს მე-13 ჩოგანს პოლონელ ჰუბერტ ჰურკაცს დაუპირისპირდა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში-7:6;4:6;4:6 დამარცხდა.

ნიკა პირველ სეტში 1:4 აგებდა, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა აჩვენა თავისი გაუტეხავი ხასიათი. ორჯერ დააბრეიქა მეტოქე და სეტი ტაი-ბრეიქზე მიიყვანა, რომელშიც ქართველი უკეთესი იყო.

მეორე სეტი ქართველისთვის ცუდად დაიწყო. ნიკა პირველივე გეიმში დაბრეიქდა, რაც გადამწყვეტი გამოდგა და პოლონელმა სეტი ამ უპირატესობით მოიგო – 4:6.
მესამე სეტიც ანალოგიური გამოდგა. ნიკამ ამჯერად თავისი მეორე მოწოდება დათმო და საპასუხო ბრეიქის გაკეთება ვეღარ შეძლო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფუფუნების გადასახადი: აღარ იქნება ფინანსური ფეირ-პლეი, შემოიღებენ ჭერს

ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა: კვარაცხელია მოულოდნელად დამარცხდა