in

ბარსას მაისურების გაყიდვა 80%-ით დაეცა, Nike გაყიდულ მესის უკან გამოითხოვს

როდესაც მესის პსჟ-ში გადასვლის ამბავი გახდა ცნობილი, 2021/22 წლების სეზონის „ბარსელონას“ 10-ნომრიანი მაისურები დახლებიდან გაქრა. ახლა Nike-ის ამოცანაა – გადაწყვიტოს, რა უყოს მაისურებს დაბრუნების შემდეგ.

მესის წასვლა კლუბს უკვე დაეტყო. ორშაბათიდან მაღაზიებში მაისურების გაყიდვა უკვე 80%-ით შემცირდა. სხვადასხვა კვლევების თანახმად, „ბარსელონას“ 10-დან 8 გაყიდულ მაისურზე 10 ნიმერი და გვარი მესი ეწერა, რაც კატალონიურ კლუბს სეზონზე 20-დან 30 მილიონამდე შემოსავალს აძლევდა.

2021/22 წლების სეზონის „ბარსას“ მაისურები გაყიდვაში 16 ივნისიდან ჩაეშვა და ფანებს თითქმის ორი თვე ჰქონდათ მესის ახალი მაისურების საყიდლად. მაშინ ხომ ყველას ეგონა, რომ არგენტინელი კლუბში დარჩენოდა.

„ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ ზარალს ნაწილობრივ მაინც დაფარავს მემფის დეპაის მაისურების გაყიდვით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არქიმ ზურაბ კახაბრიშვილს საჩუქრად ბინა გადასცა

რამდენს იშოვის მესი პარიზში: ლეოს ისტორიაში ყველაზე დიდი ხელფასი დაუნიშნეს