ტორონტოს მასტერსზე დამაჯერებლად ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელმა 1/16 ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ავსტრალიელი ალექს დი მინორი გაანადგურა.
ბასილას მატჩის მოსაგებად მხოლოდ 57 წუთი დასჭირდა – 6:1; 6:1. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში მეტოქის ორი მოწოდება მოიგო, ხოლო მეორე სეტში მეტოქის სამი მოწოდება აიღო და მარტივი გამარჯვება მოიპოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რეიტინგის მე-13 ნომერი პოლონელი ჰურბერტ ჰურკაჩი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings