in

ეკა გორგოძე ლენდისვილის ტურნირის ძირითად ბადეშია: ბოლქვაძემ კვალიფიკაცია ვერ დაძლია

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ლენდისვილის (აშშ, პენსილვანია) საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა, რომლის საპრიზო ფონდიც 100 00 0 დოლარია.

Koser JEWELER TENNIS CHALLENGE-ის კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ გადამწყვეტ მატჩში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სამანტა მარი შარანს 6:3, 2:6, 10:7 სძლია, მანამდე კი, ამერიკელ შარლოტ ჩავატიპონს 6:2, 6:3 მოუგო.

ძირითად ბადეში ეკოს მეტოქე კიდევ ერთი ამერიკელი, 29 წლის კოკო ვანდევეიგე იქნება, რომელიც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიმდინარე რეიტინგში 151-ე ადგილზეა, კარიერის პიკი კი 2018 წლის იანვარში ჰქონდა, როდესაც მე-9 პოზიციას უწია.

სამწუხაროდ, ლენდისვილის ტურნირზე საკვალიფიკაციო ბადე ვერ გაიარა 23 წლის მარიამ ბოლქვაძემ, რომელმაც იაპონელ მაიო ჰიბისთან სამსეტიანი მატჩი 3:6, 7:6 (7:1), 6:10 წააგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სალომე ფაჟავა: ბედნიერი ვარ, რომ ამ რთული და წარმატებული გზის გავლა შევძელი

იაკობ ქაჯაია: ეს ვერცხლის მედალი ჩემს საყვარელ წყალტუბოს და საქართველოს ეძღვნება