in

ბასილაშვილი ორი საფეხურით დაქვეითდა: ნადალი სამეულში აღარაა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა და ჩვენი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელაც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ეტაპი გადალახა, ATP-ის განახლებულ რეიტინგში ორი საფეხური დაკარგა და ამჟამად მსოფლიოს 43-ე ჩოგბურთელია.

ბასილაშვილს ამერიკელმა ტეილორ ფრიცმა და ავსტრალიელმა ჯონ მილმანმა გადაასწრეს.

ქართველი მეჩოგნე დღეს ტორონტოს პრესტიჟულ ტურნირში ჩაერთვება, სადაც“უაილდ ქარდის” მქონე ჯეისონ ბრუკსბის ეთამაშება და იოლი მატჩი ნამდვილად არ ელის. საქმე ის გახლავთ, რომ 20 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას ვაშინგტონის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა და იქ მომავალ ჩემპიონ იანიკ სინერთან წააგო.

რეიტინგში მთავარი ცვლილება კი, მოწინავე სამეულს ეხება, რომელიც თითქმის 4 წლის მერე პირველად დატოვა რაფაელ ნადალმა. ესპანელმა ვარსკვლავმა ვაშინგტონის ტურნირის მერვედფინალში სენსაციურად წააგო სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისთან და მე-3 პოზიცია ბერძენ სტეფანოს ციციპასს გადაულოცა, პირველ-მეორე ადგილებზე კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი დანიილ მედვედევი იმყოფებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას აგენტმა იუვენტუსის და ტოტენჰემის ინტერესი დაადასტურა და კიდევ 8 გუნდი ჩამოთვალა

ცუდი ამბავი: პარიზის ოლიმპიადიდან შესაძლოა ძალოსნობა ამოიღონ