ყაზანის „რუბინის“ წამყვანი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა თავისი კლიენტის მომავლის თაობაზე არსებული არაერთი ხმისა თუ ჭორის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„რუბინის“ პრეზიდენტს 12 აგვიტოს შემდეგ უნდა შევხვდე. 85-90%-იანი ალბათობით კვარაცხელია გუნდს შეიცვლის და ითამაშებს მაღალი დონის ევროპულ კლუბში.
ინტერესი დიდია ინგლისიდან, იტალიიდან და გერმანიიდან. აგვისტოს ბოლოსთვის ყველაფერი ნათელი იქნება.
ბოლო დროს ბევრს წერდნენ კახა კალაძის როლსა და „მილანის“ ინტერესზე. საუბარია ასევე „ტოტენჰემზე“, მანამდე კი „ლიდსი“ თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა.
არ მესმის, როგორ ავრცელებენ ინფორმაციას ადამიანები, რომელთაც ურთიერთობა არ აქვთ არც ფეხბურთელთან, არც კლუბთან და არც აგენტთან.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „მილანის“ მხრიდან ინტერესი არ ყოფილა და არ დავკავშირებივარ საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს. იყო ინტერესი სხვა იტალიური კლუბიდან – აპრილში ურთიერთობა გვქონდა „ინტერთან“.
რაც შეეხება „ტოტენჰემს“, ამ ინფორმაციას ვადასტურებ, მათი მხრიდან სერიოზული ინტერესია. ახალს ვერაფერს ვიტყვი „ლიდსზე“ და ხვიჩაზე.
უფრო ვრცლად რომ გვითხრათ იმ კლუბებზე, რომლებსაც ხვიჩა სურთ, არის აშკარა ვარიანტები?
ხვიჩა სურს ინგლისის პრემიერლიგის თითქმის ყველა კლუბს, მაგალითად, „ევერტონს“, „ბრაიტონს“ და „ვულვზს“, მაგრამ ერთია ინტერესი და მეორე – რეალური წინადადება.
„ინტერის“ გარდა, იტალიაში ხვიჩა სურს „იუვენტუსს“, არის „ატალანტას“, „ნაპოლის“ და „ლაციოს“ ინტერესებიც. ინიციატივაას იჩენს ბუნდესლიგის მინიმუმ 5 კლუბი.
ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ კლუბთან, ერთი ინგლისურია, მეორე – იტალიური. მათ იციან ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დეტალი. როდესაც ყველაფერი გაირკვევა, საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს.
მოკლედ, როგორც მამუკა ჯუღელის სიტყვებიდან ირკვევა და სხვათა შორის სხვა წყაროებიც ამას წერენ, კვარაცხელია დიდი ალბათობით ან “ტოტენჰემში” გადავა ან “იუვენტუსში” – ორივე ერთმანეთზე უფრო მაგარია.
GIPHY App Key not set. Please check settings