in

მელიები ქალაქელებს შეუძვრნენ: ლესტერმა სიტის ინგლისის სუპერთასი მოიგო

„ლესტერმა“ „უემბლიზე“ ინგლისის სუპერთასისთვის თამაში მოუგო „სიტის“.

„ლესტერმა“ სამაგილოთოდ ითამაშა პირველ ტაიმში. „მელიები“ მჭიდროდ თამაშობდნენ დაცვაში და მეტოქეს ახლოსაც არ იკარებდნენ, ხოლო კონტრშეტევებზე რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს. ყველაზე დასამახსოვრებელი შანსი ჯეიმი ვარდიმ გაუშვა ტაიმის ბოლოს.

მეორე ნახევარში უპირატესობა „სიტის“ ჰქონდა. ბურთი „ქალაქელებს“ ეჭირათ და მომენტებიც შექმნეს. „ლესტერი“ კონტრშეტევაზე სულ უფრო ნაკლებად გადადიოდა. კვანძი მატჩი მიწურულს გაიხსნა, „სიტის“ მცველი აკე შეცდა და ბურთის დაბრუნების მცდელობისას იჰეანაჩოს გამოსდო. პენალტი ერთ დროს „სიტელმა“ იჰეანაჩომ თავად შეასრულა და შეხვედრის ერთადერთი გოლიც გაიტანა.

100 მილიონ ფუნტად ნაყიდი ჯეკ გრილიშის დებიუტი „სიტიში“ 65-ე წუთიდან შედგა.

„ლესტერმა“ ისტორიაში მეორედ მოიგო ინგლისის სუპერთასი.

პეპ გვარდიოლამ პირველად წააგო სუპერთასისთვის მატჩი. აქამდე მისმა „სიტიმ“ ორჯერ მოიგო – 2019-ში „ლივერპულთან“ პენალტებით და 2018-ში „ჩელსისთან“ 2:0.

ლესტერი – სიტი 1:0
7 აგვისტო. უემბლი

1:0 – 89, იჰენაჩო, პენ

ლესტერი: შმეიხელი, პერეირა, სეუნჯო, ამარტი, ბერტრანი (ტომასი, 78), ტილემანსი (სუმარე, 72), ნდიდი, ბარნსი (იჰეანაჩო, 79), მედისონი (დიუსბერი-ჰოლი, 71), პერესი (ოლბრაიტონი, 71), ვარდი (დაკა, 71).

„სიტი: სტეფანი, აკე, კანსელო, რუბენ დიაში, მენდი, ედოზი (გრილიში, 65), პალმერი (ბერნარდო სილვა, 74), ფერან ტორესი (ნაითი, 74), გიუნდოგანი (როდრი, 65), მაჰრეზი, ფერნანდინიო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ-მ ეიფელის კოშკი იქირავა – მესის პრეზენტაციისთვის

ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს აქვს: საქართველო 33-ეა