ნახევარი წამი დააკლდა გენო პეტრიაშვილს ოლიმპიურ ჩემპიონობამდე.
ფინალურ ბრძოლაში მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი გენო პეტრიაშვილი 21 წლის ამერიკელ გაბლ დან სტივესონს დაუპირისპირდა და ბოლო წამზე დამარცხდა.
ფინალი ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. პირველ პერიოდში მეტოქეები ერთმანეთის დაზვერვით იყვნენ დაკავებული. მსაჯმა გენოს პასიურობისთვის შემჩნევა მისცა და 30-წამიანი ჩაურთო, რაც გენომ ვერ გამოიყენა და სტივესონი დაწინაურდა, რასაც ამერიკელმა ქართველის ორჯერ ხალიჩიდან გაყვანა მიაყოლა და პერიოდი 3:0 მოიგო.
მეორე პერიოდი გენო მეტად აგრესიული იყო და ამერიკელი უბრალოდ აბზრიალა ხალიჩაზე. გენომ ერთი შეტევით მეტოქეს 8 ქულა აართვა და 8:5-საც იგებდა. ბოლოს ამერიკელი ვა-ბანკზე წავიდა და სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. შეხვედრის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც გენოს მეტოქის ფეხი კარგად ეჭირა, მაგრამ ნახევარი წამით ადრე სტივესონმა შეძლო გენოსთვის გვერდიდან შემორბენა და სასწაულებრივი ბრძოლა მოიგო.
საბოლოოდ, გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ამ ეტაპზე, საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 8 მედალი – 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings