ტოკიოს ოლიმპიადის 1/4 ფინალურ შეხვედრაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) თანამედროვე ჭიდაობის ვარსკვლავს, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოსა და ევროპის 4-გზის ჩემპიონს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დაღესტნელ წარმომადგენელს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:10 დამარცხდა.
ოდიკაძემ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა. ილეთის მცდელობაც არ იქონია და მარცხი განიცადა.
ასე რომ, ახლა რუს სადულაევს ვგულშემატკივრობთ, რომ ფინალში გასვლა შეძლოს. ამ შემთხვევაში ოდიკაძე ხვალ რეპეშაჟში იჭიდავებს.