in

საქართველო ვერის ბაღში შეიკრიბა: 3 კვირა ვარჯიში დღეში 2-ჯერ – თოკოც აქაა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში 3 კვირის განმავლობაში მოემზადება. ჩვენს გუნდს უახლოესი ოფიციალური მატჩები ნოემბერში ელის, თუმცა ნაკრების ხელმძღვანელობისა და მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, გენერალური შეკრება სეზონთშორის პერიოდში დაიგეგმა. ამის უპირველესი მიზეზი ეროვნული გუნდის წევრთა ფორმაში ყოფნა, მათი ერთმანეთთან კიდევ უფრო შეთამაშება და ახალი კანდიდატების შერჩევაა.

ჯანმრთელობისა და სხვა რიგი მიზეზების გამო ეროვნულ გუნდში რამდენიმე კალათბურთელი ვერ ჩამოვიდა, თუმცა ნაკრების ბირთვი თბილისშია, მათ შორის თორნიკე შენგელია.

ვარჯიშების დაწყების წინ ნაკრების მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და გუნდის ყველა წევრმა კოვიდ 19-ზე PCR ტესტები გაიკეთეს.

ილიას ზუროსი ასისტენტებთან გუნდს დღეში ორჯერ ავარჯიშებს. სამწვრთნელო შტაბს შემუშავებული აქვს სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კალათბურთელები ვარჯიშების ყველა საჭირო კურსს გაივლიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუჯარიძემ კვალიფიკაცია ვერ დაძლია

ხვალ რეკორდებს და ოქროს ველით: საქმეში ტალახაძე ერთვება