in

გაასაჯაროვეთ კამერების ჩანაწერები: თურქები ევრობასკეტის დატოვებით იმუქრებიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საშინაო ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვა. ქართველებმა თურქეთი ორი ოვერტაიმის შედეგად 88:83.

თურქებთან ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ შეხვედრას დაძაბულობის და უსიამოვნო ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანზე დუდა სანაძესა და ფურკმან კორკმაზს შორის ჩხუბი დაიწყო. გულშემატკივრებმა თურქი კალათბურთელების მისამართით ტრიბუნიდან სხვადასხვა ნივთები ისროლეს. მსაჯებემა ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს და მოედანი დაატოვიბინეს. დაპირისპირება გასახდელში გაგრძელდა და სიტუაციის დასარეგულირებლად სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ატამანი არ გამოცხადა. მათ ნაცვლად პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოცხადდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები კორკმაზს გასახდელში თავს დაესხნენ და მათ ქართული პოლიციის თანამაშრომლებიც ეხმარებოდნენ.

სკანდალური განცხადება გაავრცელა თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ომერ ონანმა. თურქები აღნიშნავენ, რომ კორკმაზს გასახდელში საქართველოს ნაკრების კალათბურთელები და დაცვის თანამშრომლები თავს დაესხნენ. ისინი კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვენ. ასევე, აპროტესტებენ იმას, რომ ინციდენტის მომენტში მსაჯებმა დრო 22 წამით გვიან შეაჩერეს. თურქები კამერების გასაჯაროებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევრობასკეტის დატოვებითაც იმუქრებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბიჭებს უნდა ებრძოლათ საქართველოსთვის… ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული ამ გამარჯვებაში: ზუროსი

დუდა სანაძე: მეგობარი ქვეყნები ვართ და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო