ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში 2021/22 წლების კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ციკლის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც ბათუმის “დინამოს” სავარაუდო მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, სადაც ბათუმელებს მეტოქედ თურქული “სივასპორი” ჰყავთ, გია გეგუჩაძის გუნდი ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის პლოვდივის “ლოკომოტივისა” და “კოპენჰაგენის” წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.
კონფერენსლიგის პლეი-ოფის წილისყრის შედეგად სულ 22 წყვილი შედგა, მატჩები კი 19 და 26 აგვისტოს გაიმართება. “დინამო”-“სივასპორის” წყვილში გამარჯვებული პლეი- ოფში პირველ შეხვედრას შინ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, ბათუმელებმა ჯერ სან მარინოს “ტრე პენე” მარტივად გაიარეს, მეორე ეტაპზე კი ბელარუსულ “ბატეს” შემოუტრიალეს თამაში, როდესაც შინ წაგებული მატჩის შემდეგ, ბორისოვოშიც აგებდნენ პირველ ტაიმს, მაგრამ საბოლოოდ დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.
GIPHY App Key not set. Please check settings