in

ფოტოშედევრი: მაისის მთელი სილამაზე – დაბრუნება ტრიბუნებზე, პეპის კოცნა და ამოყირავებული ჩხარტიშვილი

მართალია უკვე ივნისის მესამედიც კი მიილია, მაგრამ მაისის გახსენება და ლამაზი ფოტოებისთვის თვალის გადავლება მაინც შეიძლება.

ფოტოშედევრი: თებერვლის მთელი სილამაზე – მესის ჯარიმა, ფლამენგოს გაცილება, ოქროსფერი პეპელა…

1 მაისი. ინგლისში რაგბისტები ამწესთან სინქრონში არიან.

2 მაისი. “ნიუკასლის” მეკარე მარტინ დუბრავკა ბურთს გადაარჩენს.

2 მაისი. “ინტერი” 2010 წლის შემდეგ – იტალიის მთავარი გუნდია. გულშემატკივრები დიუმოზე აღნიშნავენ.

4 მაისი. არც თუ ცნობილი ჩოგბურთელი გიდო პელია ძალიან დახვეწილად ჩაჯდა მადრიდის “მასტერსის” კადრში.

8 მაისი. ოლიმპიადის შესარჩევი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. დათო ჩხარტიშვილი (გვიყურებს) და მოლდოველი ვიქტორ ჩობანუ.

8 მაისი. NASCAR-ის რბოლა – სათამაშო მანქანებივითაა.

9 მაისი. ამ ფოტოზე საინტერესო ისაა, რომ ესენი ძმები არიან – ლამელო ბოლი და ლონზო ბოლი ეფექტურად და ძმურად მოხვდნენ კადრში

12 მაისი. მწვანე ხალხი, მწვანე ავტობუსი, მწვანი კვამლი. “სპორტინგი” – პოტუგალიის ჩემპიონია პირველად ბოლო 19 წელიწადში.

13 მაისი. ერლინგ ჰაალანდის ემოცია გერმანიის თასით დაჯილდოების დროს.

15 მაისი. მაყურებლის დაბრუნება “უემბლიზე”. ინგლისის თასის ფინალი. “ლესტერი” – “ჩელსი”. დაესწრო 21 ათასი ადამიანი.

16 მაისი. „კარლსრუეს“ 5 ფეხბურთელი სტადიონზე მიდის და გზად რეკონსტრუქციის ნაწილი უნდა გაიროს.

16 მაისი. „ატლეტიკოს“ გიჟური ემოციები „ოსასუნასთან“ მოგების შემდეგ ესპანური ტიტულისათვის ბრძოლაში.

16 მაისი. მძაფრი ემოციები იმავე საღამოს ინგლისში. მეკარე ალისონს გოლი გააქვს ბოლო წუთზე და „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის ბრძოლაში რჩება.

19 მაისი. მაყურებელი ტრიბუნებზე „ვესტ ბრომვიჩის“ ლეგენდებთან ერთად დაბრუნდა, მაგრამ გუნდი მაინც გავარდა ჩემპიონშიპში.

23 მაისი. საცოდავი მანჯუკიჩი.

23 მაისი. პეპ გვარდიოლა ლოყაზე კოცნას იღებს საჩემპიონო ზეიმისას.

23 მაისი. უბრალოდ მორბენლების ფეხები ბრიტანულ გეითსხედეში გამართულ „ბრილიანტის ლიგის“ ეტაპზე.

25 მაისი. მაყურებლის განსაკუთრებული სტილი დართსის ტურნირზე ინგლისურ მილტონ კეინსში.

26 მაისი. სერფერი სუპერმთვარეობის ფონზე სიდნეიში.

26 მაისი. სუპერიშვიათობა. პენალტების სერიაში 22 დარტყმა გახდა საჭირო. ევროპალიგის ფინალში გაიტანა ყველამ დევიდ დე ხეას გარდა.

28 მაისი. სპორტული ცოცვა – ტოკიოს ოლიმპიადის დებიუტანტი სპორტი. ალბათ ბევრ მსგავს კადრს ვნახავთ ამ ფოტოგენური სახეობიდან.

30 მაისი. ცოტა შემაშფოთებელი ფოტო – 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი გუამი – ჩინეთი. ბოლბოი (ცოცხალი ადამიანი და არა მანეკენი) მაქსიმალურად არის დაცული.

დაბოლოს: ჩემპიონთა ლიგის 4 კადრი – 29 მაისი.

ტკივილი

აღშფოთება

სიხარულ იდა მწუხარება

ბედნიერება

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ სად დაიბადა: ინგლისში დორტმუნდელი უფრო მეტია, ვიდრე ლივერპულელი – არაუელსური უელსი და ევრო 2020-ის ფეხბურთელები

ზურაბ ჟვანია საფრანგეთში დაბრუნდა: ზუზუ გრენობლს შეუერთდა