in ,

ვინ სად დაიბადა: ინგლისში დორტმუნდელი უფრო მეტია, ვიდრე ლივერპულელი – არაუელსური უელსი და ევრო 2020-ის ფეხბურთელები

ევრო 2020-ის განაცხადები კარგა ხანია ცნობილია, შესაბამისად, შეიძლება დაკვირვება და სხვადასხვა საინტერესო ფაქტების აღმოჩენა. რაღაც-რაღაცეებს აქაც ვნახავთ, მაგალითად, რამდენი ფეხბურთელი თამაშობს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში და რამდენი ლეგიონერია.

იტალიის ნაკრებში „სასუოლოს“ წარმომადგენელი იმდენივეა, რამდენიც ჩემპიონი „ინტერიდან“.

ინგლისის ნაკრებში დორტმუნდის „ბორუსიას“ 2 ფეხბურთელია (სანჩო და ბელინგემი). ეს უფრო მეტია, ვიდრე „არსენალს“, „ტოტენჰემს“ და „ლივერპულს“ (ტრენტის ტრავმის შემდეგ მარტო ჰენდერსონი დარჩა) ჰყავთ.

ამდენივე დორტმუნდელია გერმანიის ნაკრების განაცხადში.

რამდენი ფეხბურთელი წარმოადგენს საკუთარ ჩემპიონატს ევრო 2020-ზე

ინგლისი – 23
გერმანია – 22
რუსეთი – 22
უკრაინა – 18
იტალია – 17

ლეგიონერები?

უელსის ნაკრების არცერთი ფეხბურთელი არ თამაშობს უელსის ჩემპიონატში. ამის მიზეზი ძალიან დაბალი დონის შიდა ჩემპიონატია. „კარდიფი“ და „სუონსი“ მოგეხსენებათ ინგლისის პირველობებზე გამოდიან.

უელსელები თამაშობენ ჩემპიონშიპში, პრემიერლიგაში და ინგლისის პირველ ლიგაშიც კი. კუნძულს მხოლოდ ერთმა, აარონ რემსიმ („იუვენტუსი“) გააღწია.

ლეგიონერები ნაკრებში

უელსი – 26
(6 ფეხბურთელი თამაშობს უელსურ კლუბში, მაგრამ ინგლისის ჩემპიონშიპში)
სლოვაკეთი – 25
ფინეთი – 25
ავსტრია – 24
შვედეთი – 24
ბელგია – 24
ჩრდ მაკედონია – 23

19 ავსტრიელი ლეგიონერი თამაშობს გერმანიაში – აბსოლუტური დომინაცია.

ბელგია – ერთადერთი წარმომადგენელია ფიფას რეიტინგის ტოპ 5 გუნდიდან ამ სიაში: 2 ფეხბურთელი ბელგიიდან. საფრანგეთში – 5, პორტუგალაიში – 6 ასეთი ფეხბურთელია, აი ინგლისში კი ერთბაშად – 23.

ფინეთის ნაკრებში გამოძახებულია 17 სხვადასხვა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელი, ჩრდ მაკედონიაში – 16.

იმ ფეხბურთელების რეიტინგში, რომლებიც არა მშობლიურ ქვეყანაში დაიბადნენ, ისევ უელსია გამარჯვებული. სამეულში არც შოტლანდიის ყოფნაა გასაკვირი.

ფეხბურთელები, რომლებიც მშობლიურ ქვეყანაში არ დაბადებულან

უელსი – 11
თურქეთი – 6
შოტლანდია – 6
პორტუგალია -5
უნგრეთი – 5
ხორვატია – 4
შვეიცარია – 4

9 უელსელი ინგლისში დაიბადა, მაგრამ უფრო უჩვეულო ადგილებიცაა: რის ნორინგტონ-დევისი საუდის არაბეთში დაბადებულა, ადამ დევისი – გერმანიაში. ორივეს მამა სამხედრო იყო და მიზეზიც ეს გახლავთ.

სტერეოტიპების მიუხედავად, მხოლოდ სამი ფრანგია დაბადებული ქვეყნის მიღმა: სტივ მანდადა (კონგო), ტომა ლემარი (გვადელუპა) და მარკუს ტიურამი (იტალია).

ყველა გერმანელი და პოლონელი საკუთარი ქვეყნის ფარგლებში დაიბადნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შუმახერის პირველი ბოლიდი აუქციონზე გაიყიდება

ფოტოშედევრი: მაისის მთელი სილამაზე – დაბრუნება ტრიბუნებზე, პეპის კოცნა და ამოყირავებული ჩხარტიშვილი