20 წლის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” ტრანსფერს ავტოტიტეტული ესპანური გამოცემა Mundo deportivo ეხმაურება.
197 სმ სიმაღლის მეკარის კონტრაქტის პირობები ასეთია: ის “ვალენსიაში” თბილისის “დინამოდან” ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს და “ღამურებს” მისი გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება ექნებათ. როგორც გამოცემა წერს, მამარდაშვილი ძირითად გუნდთან ერთად მოემზადება და სარეზერვო გუნდში თამაშებს.
ესპანურ მედიაში წერენ იმასაც, რომ “ვალენსიას” სამი მეკარიდან ერთ-ერთს კლუბის დატოვება მოუწევს. ყველაზე მეტად იასპერ სილესენზე იწერება და მამარდაშვილი “ვალენსიას” მესამე მეკარე იქნება.
გიორგი მამარდაშვილი თბილისის “დინამოს” საკუთრებაა, მაგრამ ბოლო სეზონები იჯარის წესით თბილისის “ლოკომოტივში” ჩაატარა.
GIPHY App Key not set. Please check settings