in

მილანის აღზრდილმა 20 წლის ასაკში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა: სიკვდილის მიზეზად შეცდომით რასიზმი დასახელდა

იტალიაში, „მილანის“ აღზრდილმა 20 წლის სეიდ ვისინმა თავი მოიკლა. ახალგაზრდის ცხედარი 4 ივნისს მისსავე სახლში იპოვეს. ფეხბურთელი მეორე დილას ქალაქ ნოჩერა-ინპჰერიორეში დაკრძალეს.

ვისინი ეთიოპიაში დაიბადა, 7 წლის ასაკში ის იტალიელმა ოჯახმა იშვილა. ბიჭი „მილანის“ აკადემიაში თამაშობდა, დაასრულა პროფესიული კარიერა, რესტორანში მიმტანად მუშაობდა და თან ფუტსალში 5×5-ზე თამაშობდა.

გაზეთმა Corriere dello Sport-მა გამოაქვეყნა სეიდის ბოლო წერილი, სადაც ის თავის სიკვდილში საზოგადოების რასისტულ დამოკიდებულებას ადანაშაულებს.

თუმცა, ექს-ფეხბურთელის მამამ ვალტერ ვისინმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ჟურნალისტების მიერ ნაპოვნი პოსტი 2 წლის წინ ფსიქოთერაპევტისთვის დაწერილი ბარათი იყო.

„ჩემი შვილი იმიტომ არ მომკვდარა, რომ დისკრიმინაციას გრძნობდა. გთხოვთ ყველას, რომ ასეთი ტყუილის გავრცელებას ხელს ნუ უწყობთ. ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რატომ მოიკლა მან თავი. სავარაუდოდ, ის მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი ახალგაზრდა ბიჭი თავისი უბედურების გამოხატვისას მოიქცეოდა.

ჩვენს ქალაქში ჩემი შვილი ყველას ძალიან უყვარდა, ის სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ეკლესიაში, დამშვიდობების ცერემონიაზე ბევრი ოჯახი და ახალგაზრდა მოვიდა. ის წერილი კი დაიწერა მაშინ, როცა სეიდი იტალიაში გამეფებულ ატმოსფეროს აპროტესტებდა. წერილი მის სუიციდთან კავშირში არ არის“.

ვისინმა პროფესიული სპორტი 2016 წელს დაასრულა, მანამდე კი „ბენევენტოს“ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშიც მოასწრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთის ნაკრების კაპიტანს ევრო 2020-ის დაწყებამდე 5 დღით ადრე კორონავირუსი დაუდგინდა: რა ხდება გუნდში

ზიდანმა ისეთი დარტყმა მოგვაყენა, რომ რეალის კარი მისთვის სამუდამოდ დაიხურა