გაერთიანებული საამიროების ნაკრების თავდამსხმელმა, რომელიც „ალ–ჯაზირაში“ თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლებით არგენტინის ნაკრების ფორვარდს, ლიონელ მესის გადაუსწრო.
მაბხუტმა მალაიზიასთან მატჩის დროს დუბლი გააკეთა. ეს გოლები ნაკრების შემადგენლობაში მისთვის 72-ე და 73-ე იყო. ამ შედეგმა ალის საშუალება მისცა, რომ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-8 ადგილზე გადასულიყო.
მოქმედ ფეხბურთელთა შორის ის მე-2 ადგილს იკავებს და მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება (103 გოლი).
30 წლის ალიმ არგენტინის ნაკრების წევრს ლიონელ მესის და ინდოეთის ნაკრების ფორვარდ სუნილ ჩჰეტრის გადაუსწრო. ბოლო ორს 71-71 გოლი აქვთ გატანილი.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings