საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი 2:1 დაამარცხა და ამით ვლახებთან ნავსი გავტეხეთ. ავტორიტეტულმა გამოცემა Whoscored.com-მა რუმინეთთან მატჩის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები 10-ბალიანი სისტემით შეაფასა. ყველაზე მაღალი შეფასება გრაცის “შტურმის” ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა (8) მიიღო. კიტემ პირველი გოლის ეპიზოდში იდეალური პასი გაუკეთა გიორგი მიქაუტაძეს. 7 ქულა მიიღო დებიუტანტს ლაზარე კუპატაძემ, რომელიც მთელი მატჩი დამაჯერებლად იდგა კარში და ერთ ეპიზოდში საოცარი სეივიც შემოგვთავაზა. ყველაზე დაბალი შეფასება (0) საბა კვირკველიამ მიიღო. რუმინეთთან საბამ პენალტი აიკიდა და მოედნიდან გააძევეს.
ნავსი გავტეხეთ: სანიოლის პირველი გამარჯვება და ისტორიაში პირველად დამარცხებული რუმინეთი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები ასეთია.
ლაზარე კუპატაძე – 7
გრიგოლ ჩაბრაძე – 6.5
საბა კვირკველია – 0
დავით ხოჭოლავა – 5
ირაკლი აზაროვი – 3
მურთაზ დაუშვილი – 5
გიორგი აბურჯანია – 6.5
ნიკა კვეკვესკირი – 4.5
ლევან შენგელია – 4
თორნიკე ოქრიაშვილი – 5.5
გიორგი მიქაუტაძე – 7
ოთარ კიტეიშვილი – 8
საბა ლობჟანიძე – 6.5
ვილი სანიოლი: წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ
GIPHY App Key not set. Please check settings