საქართველოის ნაკრებმა პირველი თამაში მოიგო ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით. ჩვენებმა ისტორიაში ასევე პირველად დაამარცხეს რუმინეთი – 2:1. ნაკრებში პირველი გოლები გაიტანეს მიქაუტაძემ და აბურჯანიამ.
ნავსი გავტეხეთ: სანიოლის პირველი გამარჯვება და ისტორიაში პირველად დამარცხებული რუმინეთი
ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:
ვილი სანიოლი:
“რუმინეთის დამარცხება ძალიან რთული იყო. პირველი მატჩი მოვიგეთ, თუმცა მიმაჩნია, რომ წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ. გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის ნაკლებობა გვქონდა. გაგვიმართლა, რომ მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს და უპირატესობის მოპოვება ამ მომენტში მოვახერხეთ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ, რადგან ივნისში თამაში ფეხბურთელებისთვის ადვილი არაა, თუმცა მჯერა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.
არ ვფიქრობ, რომ რუმინეთმა სუსტად ითამაშა, მათ მატჩი კარგად დაიწყეს, თუმცა წითელი ბარათის შემდეგ თამაში რთულია. ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იგებს, შესაძლოა დღეს ფრე ლოგიკური შედეგი ყოფილიყო.
რუმინეთის თამაშის განხილვისას დავინახეთ, რომ ამ გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ბურთის კონტროლისას ექმნებოდა, მათ კონტრშეტევების გაკონტროლება უჭირდათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მიმაჩნია, რომ დღეს რუმინეთმა ცუდად ითამაშა. ეს გუნდი რამდენიმე დღეში ინგლისს დაუპირისპირდება და წარმატებას ვუსურვებ ამ შეხვედრაში”.
ეროვნულ ნაკრებში გატანილი სადებიუტო გოლის ავტორებმა მოკლე კომენტარი გააკეთეს:
გიორგი მიქაუტაძე:
“საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლით და პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს მე და ჩვენი გუნდი ასე გავაგრძელებთ.”
გიორგი აბურჯანია:
“ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი.”
დავით ხოჭოლავა:
“შეკრების დაწყებიდანვე არ გვოქნდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ, ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, 90 ვიბრძოლეთ და რაც მთავარია გავიმარჯვეთ.”
GIPHY App Key not set. Please check settings