საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას კვიპროსის მოქმედი ჩემპიონიის ნიქოზიის “ომონიას” შემადგენლობაში გააგრძელებს. კვიპროსული Goal.philenews-ის ინფორმაციით, კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და სანაკრებო თამაშების შემდეგ, ის გაოფიციალურდება.
საქართველოს ნაკრების შემტევი “ომონიასთან” 2-წლიან ხელშეკრულებას გააფრომებს და წელიწადში 300 000 ევროს მიიღებს.
29 წლის წინახაზელს კარიერის გაგრძელება სურდა კვიპროსის ფარგლებს გარეთ, თუმცა ყველაზე ოპტიმალური წინადადება მას ჰენინგ ბერგის გუნდიდან მოუვიდა.
ოქრიაშვილი თემურ ქეცბაიას გუნდში 2019 წლიდან ირიცხება და ამ დროის განმავლობაში მან “ანორთოსისის” რიგებში ჩაატარა 35 შეხვედრა და გაიტანა 12 გოლი.
GIPHY App Key not set. Please check settings