საიტმა Footyheadlines, რომელიც სათამაშო აღჭურვილობითაა დაკავებული, მიუნხენის “ბაიერნის“ ფორმის მესამე კომპლექტის ფოტო გამოაქვეყნა.
ფორმა თეთრი ფერის იქნება და წითელი დეტალებით გაფორმდება. მაისურზე დახატული იქნება ალპების დათოვლილი მწვერვალები. ეს ადგილი მიუნხენთან ძალიან ახლოს მდებარეობს.
მანამდე „ბაიერნმა“ 2021/22 სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. ბავარიელების ფოტო მაშინაც საიტმა Footyheadlines გაავრცელა.
2020/21 სეზონში „ბაიერნი“ რა თქმა უნდა გერმანიის ჩემპიონი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings