in

რეალი, ბარსა და იუვე უეფასა და ფიფას უჩივიან: უეფამ უკვე უპასუხა

„რეალმა“, „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ უეფასა და ფიფას ევროპულ სასამართლოში უჩივლეს. სუპერლიგის დამაარსებელი კლუბები ორგანიზაციებს ბრალს კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევაში სდებენ.

„უეფამ ევროპული სასამართლოსგან მიიღო უწყება ე.წ. სუპერლიგის სარჩელის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია 9 კლუბმა უკვე დატოვა. უეფა საკუთარ პოზიციაში დარწმუნებულია და მას მტკიცედ დაიცავს“, – ნათქვამია უეფას ტვიტერზე.

სუპერლიგის დაარსების შესახებ ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის 12-მა დიდმა კლუბმა 19 აპრილის ღამეს განაცხადა. პროექტმა მეორე დღესვე კრახი განიცადა.

26 მაისს უეფამ სუპერლიგის შექმნის გამო „რეალის“, „ბარსასა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დისციპლინარული საქმე აღძრა. 

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცოლიც კი არ მიყურებს ასე: ინგლისური იუმორი

ბაიერნის ფორმაზე დათოვლილ ალპებს გამოსახავენ