სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (Conmebol) გადაწყვეტილებით, 2021 წლის კოპა ამერიკა ბრაზილიაში ჩატარდება.
თავდაპირველი ჩანაფიქრით, “კოპა ამერიკა 2021” არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა გამართულიყო. თავიდან კოლუმბიას მატჩების მასპინძლობის უფლება მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო ჩამოართვეს, არგენტინაში კი ახლახან კორონავირუსის გახშირებული შემთხვევებისა და მაღალი სიკვდილიანობის გამო აკრძალეს მატჩების ჩატარება.
კოლუმბიას კოპა ამერიკას ართმევენ
კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა: მასპინძლობის უფლება არგენტინასაც ჩამოერთვა
“კოპა ამერიკა 2021” ევრო 2020-ის პარალელურად, 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings