„იუვენტუსისა“ და თურქეთის ნაკრების მცველმა მერიჰ დემირალმა ევრო 2020-ზე იტალიასთან მატჩის წინ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა და ისიც დაამატა, რომ კრიშტიანო რონალდოს თურქული ენის შესწავლა სურს.
„ჩვენ გვიყვარს ზეწოლა, საუკეთესო ლიგებსა და გუნდებში ვთამაშობთ. ზეწოლა მხოლოდ სასიკეთოდ გვადგება. ჩვენს შორის ჯანსაღი მეტოქეობაა, ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვთამაშობთ. ევროპის ჩემპიონატზე კარგ შედეგებს დავდებთ. იტალიის წინააღმდეგ მატჩი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. შევეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. გასახდელში ვხუმრობდით მე და ბონუჩი. ის და კიელინი დამცინოდნენ, თუმცა რა თქმა უნდა, მათ მეც დავცინი. კიელინიმ მკითხა: „როგორ არის ილმაზი?“ – ისინი ჩვენ თვალს გვადევნებენ, იციან ჩვენი ფეხბურთელები.
როდესაც არ ვთამაშობ, დიბალა და რონალდო მეუბნებიან, თუ რა უნდა გავაკეთოთ ვარჯიშებზე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რონალდოს უნდა, რომ თურქული ენა ყოველ დღე ისწავლოს. იგივე აზრზე არიან დიბალა და ჩემი სხვა გუნდელებიც. მე მათ თურქულს, ისინი კი მე ესპანურს მასწავლიან“, – უთხრა დემირალმა გამოცა Anadolu–ს.
იტალია ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩში თურქეთს 11 ივნისს, რომში დაუპირისპირდება.
36 წლის რონალდოს კონტრაქტს „იუვენტუსთან“, ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის. სერია A-ში ის 2018 წელს „რეალიდან“ გადავიდა.
ინსაიდერები რონალდოს „მანჩესტერ იუნაიტედში“, „სპორტინგში“ ანდაც პსჟ-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings