ძალიან მაგარი ამბავი. საქართველოს ნაკრების და თბილისის “ლოკომოტივის” მეკარე გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” გადავიდა. მოგეხსენებათ, მამარდაშვილი თბილისის “დინამოს” საკუთრებაა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბსა და ესპანური გუნდის მესვეურებს შორის შეთანხმება შედგა. 20 წლის ქართველი მეკარე თავდაპირველად “ღამურების” სარეზერვო გუნდ “მესტალიაში” ითამაშებს, მაგრამ სავარჯიშო პროცესში ძირითად გუნდთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” ერთწლიანი იჯარის წესით ჩაირიცხება და 2022 წლის იანვრიდან ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
20 წლის მეკარე განვლილ სეზონში “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა. განსაკუთრებით მან თავი მოსკოვის “დინამოსთან” მოგებულ თამაშში გამოიჩინა.
GIPHY App Key not set. Please check settings