საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა გუნდმა, ბაქოს 2021 წლის გრან-პრის გათამაშება წარმატებით დაასრულა.
ტურნირის ბოლო დღეს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა დიდ ბრიტანელი კრისტოფერ სკილი იპონით დაამარცხა.
ფინალურ ბრძოლამდე გოგოჭურმა 2 მეტოქეს უზბეკ შალიფ ხალილოვსა და რუს ანატოლი შევჩენკოს აჯობა.
გოგონათა შორის კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ინა ქალდანი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings