in ,

უხვგოლიანი დერბი სამტრედიაში: დინამოების მარცხი – ქუთაისში ზიდანი ზიდანობს

სანაკრებო პაუზამდე Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

XV ტური

ლოკომოტივი – დინამო ბათუმი 2:1
დილა – დინამო თბილისი 2:0
შუქურა – ტორპედო 0:2
თელავი – საბურთალო 0:2
სამტრედია – სამგურალი 2:3

ტური საგურამოში გაიხსნა, სადაც თბილისის “ლოკომოტივი” სატურნირო ცხრილის ლიდერს ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში აჭარლებმა გახსნეს. ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი იდეალურად შეასრულა. ტაიმის მიწურულს კი, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლო გაიტანა.
მეორე ნახევარი “ლოკოს”უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ გაიტანა კიდეც. რკინიგზელებს სამი ქულა ირაკლი სიხარულიძემ მოუტანა. “დინამო” ბათუმმა კი, მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იგემა.

საინტერესო მატჩი გაიმართა გორშიც. “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა, პირწმინდად დაჩაგრა და 2:0 დაამარცხა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გორელთა შემტევმა პაატა ღუდუშაურმა, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა. მეორე გოლი კი, მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის აღმოჩენის ირაკლი ბიძინაშვილის ანგარიშზეა.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, ანდრეი დემჩენკომ გიორგი ნემსაძე ძალიან დაჯაბნა და ამ მარცხმა ნემსაძის სკამიც შეიწირა.

დინამო მწვრთნელის გარეშე დარჩა: ნემსაძე ყოფილ გუნდთან მარცხმა გადაიყოლა

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ქუთაისის “ტორპედომ”. შოთა ბაბუნაშვილის და კახა ჩხეტიანის (არაოფიციალურად) გაწვრთნილმა გუნდმა ქობულეთის “შუქურა” 2:0 დაამარცხა. ანგარიში ბუკასმა გახსნა, შეხვედრაში საბოლოო წერტილი კი ფადი ზიდანმა დააფიქსირა.


ისევ მძიმე მდგომარეობაში არიან კახელები. “თელავის” მოუგებელი სერია 14 მატჩამდე გაიზარდა. ისინი ამჯერად ხვიჩა შუბითიძის “საბურთალოსთან” 0:2 დამარცხდნენ.

საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი გამოვიდა სამტრედიაში. “ეროსი მანჯგალაძეზე” ადგილობრივმა “სამტრედიამ” იმერულ დერბიში “სამგურალი” მიიღო და 2:3 დამარცხდა. დღევანდელი მატჩი წყალტუბოელთა ვეტერანი ფეხბურთელის გრიგოლ დოლიძის ბენეფისად იქცა. ბებერი ხარის ამბავი ხომ გაგიგიათ? ჰო და, დოლიძეს დღეს მეორე სუნთქვა გაეხსნა. ვეტერანმა ჯერ ბრწყინვალედ შეასრულა ჯარიმა. მალე კი, მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით გაუტანა ბექა ქურდაძეს. “სამტრედია” ორჯერ აგებდა და ორჯერ შეძლო გათანაბრება, მაგრამ მატჩის მიწურულს ცეცაძის გუნდის დაცვა ისევ ჩავარდა და გიორგი ბუხაიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სანაკრებო პაუზამდე Crystalbet ეროვნულ ლიგაში ასეთი სატურნირო მდგომარეობაა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეკუთვნის თუ არა რონალდოს ადგილი ნაკრებში: სერია ა-ს განსხვავებული სიმბოლურები

სევილიამ ხვიჩაზე მოლაპარაკებები დაიწყო