„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პერსონალური ჯილდო მიიღო.
ლიგის მწვრთნელთა ასოციაციამ ის ინგლისში საუკეთესოდ დაასახელა. გვარდიოლამ საპატიო ჯილდო 2017/18 სეზონისთვის აიღო.
„ძალიან მიხარია ამ პრიზის მეორედ მოგება. ასეთი ჯილდოს მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მწვრთნელს გარშემო საუკეთესო პროფესიონალებიჰ ყავს.
ჩემი მოთამაშეები არაჩვეულებრივები იყვნენ. მათი საქმის მიმართ თავდადება და პროფესიონალიზმი არასდროს განალებულა. ყველაზე რთული სეზონის დროსაც ბოლომდე ვიბრძოდით.
ჩემი თანაშემწეებიც შექებას იმსახურებენ. ძალიან გამიმართლა, რომ მყავს გუნდი, რომელიც ყოველ დღე ბოლომდე იხარჯება, რათა დარწმუნდეს, რომ „მანჩესტერ სიტი“ – საუკეთესოა, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია.
ეს ჯილდო მათ ეძღვნება და მართლაც მთელი გუნდის დამსახურებაა“, – განაცხადა გვარდიოლამ.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მწვრთნელის პრეტედენტთა სიაში იყვნენ ასევე მარსელო ბიელსა („ლიდსი“), დანიელ ფარკე („ნორვიჩი“), ემა ჰეიზი („ჩელსის“ ქალთა ნაკრები), დევიდ მოიესი („ვესტ ჰემი“) და ბრენდან როჯერსი („ლესტერი“).
GIPHY App Key not set. Please check settings