31 მაისს, 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფი მეოთხედფინალური მატჩებით დაიწყება.
სლოვაკეთის ქალაქ მარიბორში ესპანეთი ხორვატიას დაუპირისპირდება. უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯად კი ირაკლი კვირიკაშვილი იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადამ ევრო 2021-ის ჯგუფურ ეტაპზის ორ შეხვედრაზეც იმუშავა. ქართველი მსაჯები ესპანეთი-ჩეხეთისა და ინგლისი-შვეიცარიის მატჩებს მოემსახურნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings