in

მარიამ ბოლქვაძემ უკრაინელი დაამარცხა და როლან გაროსზე მოსახვედრად ორი გამარჯვება სჭირდება

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ როლან გაროსის საკვალიფიკაციო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. საკვალაფიკაციო ეტაპის პირველ წრეში მსოფლიოს 220-ე ჩოგანმა უკრაინელი კატერინა ბონდარენკო 6:4; 6:3 დაამარცხა.

ბოლქვაძე მატჩში მუდმივად წინ იყო. პირველ სეტში მის ორ ბრეიკს უკრაინელმა ორჯერ უპასუხა უკუბრეიკით, მაგრამ მესამე ჯერზე ეს ვერ მოახერხა. ქართველმა ბოლო ორი გეიმი საკუთარ მოწოდებაზე „მშრალი“ ანგარიშით მოიგო.

მეორე სეტი ბოლქვაძის ბრეიკით დაიწყო. მთელი პარტიის განმავლობაში ბონდარენკოს მხოლოდ ერთხელ მიეცა უკუბრეიკის შესრულების საშუალება, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა. თავის მხრივ, ბოლქვაძესაც ჰქონდა სამი ბრეიკ-პოინტი მეშვიდე და მეცხრე გეიმებში და ერთის გამოყენება შეძლო, რამაც მატჩში გამარჯვება მოუტანა..

როლან გაროსის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ქართველის მეტოქე პირველ ნომრად განთესილი რუსი ვერა ზვონარევა იქნება, რომელმაც პირველ წრეში ბრიტანელი ფრანჩესკა ჯონსი 6:1, 6:2 გაანადგურა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკულ ტურნირში ითამაშებენ

ალექსანდრე იაშვილი: სანიოლი ფეხბურთელებს თვითრწმენას უორმაგებს, მას ყველასთან მოგება სურს