სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქალაქი სტელენბოში 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ოთხი გუნდი, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მიიღებს.
უმცროსი “ბორჯღალოსნების” გარდა, ტურნირზე მასპინძელის სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. დაახლოებით ორი თვის წინ დაიწერა, რომ ამ ტურნირზე პორტუგალიაც იასპარეზებდა, თუმცა როგორც ვხედავთ, მათ ამ შეჯიბრებაში ვერ ვიხილავთ.
ტურნირი 18 ივნისს დაიწყება, თითოეულ გუნდს ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევს და 3 ივლისს დასრულდება.
ტურნირის განრიგი ასეთი იქნება.
18 ივნისი
15:00 საქართველო – არგენტინა
17:00 სამხრეთ აფრიკა – ურუგვაი
23 ივნისი
15:00 ურუგვაი – საქართველო
17:00 სამხრეთ აფრიკა – არგენტინა
28 ივნისი
15:00 სამხრეთ აფრიკა – საქართველო
17:00 ურუგვაი – არგენტინა
3 ივლისი
13:00 III ადგილოსანი – IV ადგილოსანი
15:00 I ადგილოსანი – II ადგილოსანი
GIPHY App Key not set. Please check settings