in ,

ქალბატონი მაინც შეძვრა, რა იყო ნაპოლი ეს? (38-ე ტური)

„იუვენტუსმა“ და „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა გაინაღდეს. „ბებერი ქალბატონი“ მთავარ ევროტურნირზე „ნაპოლის“ მოულოდნელი ფრის გამო შეძვრა, „როსონერიმ“ კი კესის ორი პენალტით მოუგო სტუმრად „ატალანტას“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა. დაღლილობას უჩიოდა და ამიტომ ბოლო მატჩი არ უთამაშია კრიშტიანოს, მაგრამ „იუვემ“ უმისოდაც გადაჭრა ამოცანა, თავად პორტუგალიელი კი ტურნირის ბომბარდირი გახდა.

ევროპა ლიგის საგზური დარჩათ უიღბლო „ნაპოლის“ და „ლაციოს“, ხოლო ისტორიაში პირველ კონფერენს ლიგაზე იტალიას უკვე მოურინიოს „რომა“ წარმოადგენს.

გავარდნენ „პარმა“, „კროტონე“ და „ბენევენტო“.
ქვედა ლიგიდან სერია ა-ში დაწინაურდნენ „ემპოლი“ და „სალერნიტანა“. მესამე ადგილისთვის კი პლეი-ოფში „ვენეცია“ და „ჩიტადელა“ იბრძვიან. პირველი თამაში „ვენეციამ“ 1:0 მოიგო, განმეორებითი 27 მაისს არის.

„იუვენტუსმა“ 78 ქულა მოაგროვა წლევანდელ სერია ა-ში – ეს ყველაზე ცუდი შედეგია 2011 წლის შემდეგ.

ანდრეა პირლო: „მომდევნო სეზონში თავს „იუვეს“ მწვრთნელად ვხედავ. ეს სეზონი ჭკუის სასწავლებლად გამომადგება, მე უკეთესი გავხდი“.

კრიშტიანო რონალდო სერია ა-ს ბომბარდირი გახდა „იუვენტუსში“ გატარებულ სამ სეზონში პირველად.

რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელიც საუკეთესო ბომბარდირი გახდა ტოპ 5-ის სამ ლიგაში.

რონალდო „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია ბოლო 13 წლის, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

„მილანს“ 16 საგარეო გამარჯვება აქვს სეზონში – ეს სერია ა-ს რეკორდია. ტოპ 5-ში ამდენივე ჰქონიათ „რეალს“ და „სიტის“.

„მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე 2013 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

„მილანმა“ სერია ა-ში 19 პენალტი გაიტანა და 70 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა.

უკრაინელი მალინოვსკი სერია ა-ს საუკეთესო ასისტენტია 11 პასით. მხითარიანს 1-ით ნაკლები აქვს.

ჯენარო გატუზო ტოვებს „ნაპოლის“.

ლუკაკუმ 30+ გოლი გაიტანა „ინტერში“ გატარებულ ორივე სეზონში.

„ინტერმა“ 91 ქულა დააგროვა სერია ა-ში. ამაზე მეტი (97) მარტო 2007 წელს ჰქონდა.

სერია ა – 38-ე ტური

კალიარი – ჯენოა 0:1
ინტერი – უდინეზე 5:1
სამპდორია – პარმა 3:0
ატალანტა – მილანი 0:2
ბოლონია – იუვენტუსი 1:4
ნაპოლი – ვერონა 1:1
სასუოლო – ლაციო 2:0
სპეცია – რომა 2:2
ტორინო – ბენევენტო 1:1
კროტონე – ფიორენტინა 0:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაუჯერებელი ლივერპული, იღბლიანი ჩელსი და ზეკაცი აგუერო – პრემიერლიგა გიჟურად დასრულდა (38-ე ტური)

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში მეხუთეა