in ,

სუარესის ბოღმა ოქროდ იქცა: არც რეალი და არც ბარსა (38-ე ტური)

ჩახლართული ლა ლიგა მართლაც რომ ბოლო წუთებზე დასრულდა. „ატლეტიკომ“, რომელსაც უეჭველი გამარჯვება სჭირდებოდა, პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მეორეში იყოჩაღა და კორეას მშვენიერი და ისევ და ისევ ლუის სუარესის გამარჯვების გოლით ჩემპიონობა იზეიმა.

ატლეტიკო ჩემპიონია

თითქოს ინტრიგა აღარ იყო „ატლეტიკოს“ ვერმოგების გამოც, რადგან „რეალი“ შინ სულაც აგებდა, მაგრამ ბოლო წუთებზე ჯერ გაათანაბრა (ბენზემა) და მერე მოდრიჩმა გამარჯვებისაც შეაგდო (ამის გამო „ვილიარეალი“ ევროპალიგაზე ვერ მოხვდა), თუმცა „ვალიადოლიდს“ დროც არ ჰქონდა და უკვე არც მოტივაცია, რომ „ატლეტიკოსთვის“ შეეტია.

This image has an empty alt attribute; its file name is AV10856Thumb6-1024x627.jpg

ამბები იყო ცხრილის ქვემოთაც. აუტსაიდერებიდან მარტო „ელჩემ“ მოიგო და ამიტომაც გადარჩა, სხვებმა კი ქულები დაკარგეს. თუმცა როგორც გაირკვა, „ელჩეს“ 3 ქულის გამო „ვალიადოლიდს“ და „ეიბარს“ აღარ უშველიდათ გამარჯვებები, აი „უესკას“ კი მართებდა „ვალენსიასთან“ მოგება, მაგრამ 0:0-მა ეს გუნდი სეგუნდაში გადაისროლა.

„ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონი მე-11-ედ გახდა ისტორიაში, მეორედ სიმეონეს მწვრთნელობისას.

„რეალი“ ტროფეის გარეშე პირველად დარჩა 2009/10 წლების სეზონის შემდეგ.

„ბარსამ“ ლა ლიგაში მე-3 ადგილი პირველად დაიკავა 2007/08 წლების სეზონის შემდეგ.

არც „რეალს“ და არც „ბარსას“ ლა ლიგა არ მოუგიათ პირველად ბოლო 7 სეზონში.

ლუის სუარესი ლა ლიგაში გამარჯვებაზე: „მესის გაუხარდებოდა ჩემს გამო, ჩვენ მეგობრები ვართ. მან მითხრა, რომ მე ამას ვიმსახურებ“.

ზინედინ ზიდანი: „მე ვარ პასუხისმგებელი შედეგისთვის. მოთამაშეებს სურთ გამარჯვება, მაგრამ ჩვენ არაფერი არ მოგვიგია“.

რონალდ კუმანი: „“ბარსაში“ ყველა დათანხმდებოდა ასეთ შედეგს აგვისტოში. ის სულაც არ არის ცუდი“.

დიეგო სიმეონე: „საუკეთესო დროა ჩემპინობისთვის. კლუბი იზრდება“.

„ბარსელონამ“ მიულოცა „ატლეტიკოს“ ლა ლიგაში გამარჯვება.

„რეალმა“ მიულოცა „ატლეტიკოს“ ჩემპიონობა.

იან ობლაკმა მოიგო სამორას პრიზი მეხუთედ და ამით ექს-ბარსელონელების ვალდესის და რამალეტსას რეკორდი გაიმეორა. ეს პრიზი გადაეცემა თამაშში საშუალოდ ყველაზე ცოტა გოლის გამშვებ მეკარეს.

ლუის სუარესმა გაიტანა გამარჯვების გოლები ლა ლიგის ბოლო ორ ტურში. სულ სეზონში 11 ასეთი გოლი დაუგროვდა.

ლუის სუარესი: „მე დამამცირეს გასულ ზაფხულს. ეს სეზონი ყველაზე მძიმე გამოდგა ჩემთვის“.

„სოსიედადი“ და „ბეტისი“ ევროპა ლიგაზე გავიდნენ, „ვილიარეალი“ – კონფერენს ლიგაზე.
„ეიბარი“, „უესკა“ და „ვალიადოლიდი“ გავარდნენ.

ლა ლიგა – 38-ე ტური

სელტა – ბეტისი 2:3
ეიბარი – ბარსელონა 0:1
ელჩე – ბილბაო 2:0
უესკა – ვალენსია  0:0
ოსასუნა – სოსიედადი 0:1
რეალი – ვილიარეალი 2:1
ვალიადოლიდი – ატლეტიკო 1:2
ლევანტე – კადისი 2:2
გრანადა – ხეტაფე 0:0
სევილია – ალავესი
1:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუნდესლიგა დამთავრდა: ბრემენში მუსიკა აღარ უკრავს, რობერტი კი რეკორდებს შესწვდა (34-ე ტური)

ყველას უშვებენ: ახალ სეზონში სულ სხვა ბარსა იქნება