ივნისის ამხანაგური მატჩების წინ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეაში კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში „ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი, ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს უნგრული „უიპეშტის“ ფეხბურთელი, გიორგი ბერიძე შეუერთდება.
საქართველო ორშაბათს დაიწყებს: შემადგენლობა ჩამოიწერა – ვინ არის კუხიანიძე
2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს, 6 ივნისს კი, ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში, ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings