in

2 მატჩი, 2 ტიტული: ვაისმა ახალ გუნდში მაგრად დაიწყო

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ახალ გუნდთან “სლოვანთან” ერთად მუშაობა შესანიშნავად დაიწყო. სლოვაკ სპეციალისტს ორი ტიტულის მოსაგებად მხოლოდ ორი შეხვედრა დასჭირდა.

“ჯვაროსნების” ყოფილმა თავკაცმა სადებიუტო შეხვედრაში “ზლატე-მორავცეს” – 4:0 დამარცხების შემდეგ, მისი კოლეგის მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დააგვირგვინა და ჩემპიონობა იზეიმა, ახლა კი მეორე შეხვედრაში, ქვეყნის თასის ფინალში “ჟილინასაც” აჯობა (2:1) და მეორე ტიტულის მოგებაც მოახერხა.

გამარჯვების გოლის გატანა შეხვედრის დამატებით დროში, პირველი 15-წუთიანი ტაიმის მეოთხე კომპენსირებულ წუთზე, 11-მეტრიანი დარტყმით ცვლილებაზე შესულმა უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა შეძლო. 56 წლის სპეციალისტმა საკუთარი ვაჟი თამაშში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩართო.

ვაისმა, რომელიც ყოფილ გუნდს დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მესამედ ჩემპიონატის და მიჯრით მეორედ თასის მოგებაში დაეხმარა, საქართველოს ნაკრებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის ნოემბრამდე უხელმძღვანელა და ამ პერიოდში, “ჯვაროსნებმა” 47 მატჩი გამართეს, 16 მოიგეს, ამდენივეში დამარცხდნენ და 5 ფრედ დაასრულეს. სლოვაკი სპეციალისტის თაოსნობით ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალამდე გააღწია, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან (0:1) დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისი “სლოვანში” მიმდინარე წლის 11 მაისს დაინიშნა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

30 წლის შემდეგ: დიდი 10-ის ფინალი ქუთაისში ჩატარდება

ყაზაიშვილს ნაკრებში ბერიძე ჩაანაცვლებს