„მილანი“ სერია A-ს ბოლო და გადამწყვეტი მატჩისთვის მზადებას აგრძელებს.
ბერგამოს „ატალანტასთან“ თამაში დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, გავა თუ არა „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგაზე. „მილანის“ გარდა ტოპ 4-ში შესვლაზე პრეტენზია „ნაპოლისა“ და „იუვენტუსსაც“ აქვთ.
იმისათვის, რომ გუნდში არსებული დაძაბულობა განემუხტათ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ და „მილანის“ დირექტორმა პაოლო მალდინიმ სავარჯიშო ბაზაზე ბარბექიუ მოაწყვეს.
ღონისძიებაზე შეიარეს კლუბის დირექტორებმა ივან გაზიდისმა და ფრედერიკ მასარამ.
„მილანი“ „ატალანტას“ კვირას, 23 მაისს დაუპირისპირდება.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings