in

ნეიმარმა რონალდოს, მესის და მბაპეს გაერთიანებით იდეალური მოთამაშე შეაკოწიწა

პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა ტოპ-ფეხბურთელების ფიზიკური მახასიათებლებისა და თამაშის ხარისხის მიხედვით იდეალური მოთამაშე შექმნა.

„ვფიქრობ, ეს იქნება კრიშტიანო რონალდოს ფიზიკური ძალა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოქნილობა და ელასტიურობა, სერხიო რამოსის თავით თამაში, კილიან მბაპეს სისწრაფე, ლეო მესის მარცხენა ფეხი, ჩემი მარჯვენა ფეხი, რობერტ ლევანდოვსკის პოზიციის არჩევა, ნ’გოლო კანტეს ართმევაზე თამაში და ნახევარდაცვაში მარკო ვერატის კრეატიულობა“, – განაცხადა ნეიმარმა.

ამ სეზონზე ბრაზილიელმა 17 მატჩი ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 5 ასისტი ჰქონდა.
ნეიმარის პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებდა. გაზაფხულზე ფორვარდმა შეთანხმება 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მილანის ფეხბურთელებს ბარბექიუ მოუწყვეს, რათა ატალანტასთან მატჩის წინ დაძაბულობა მოეხსნათ

ევროპის ფინალი სრული ანშლაგით: შანსი გაჩნდა