საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ქართველი მცველი გია გრიგალავა გააკრიტიკა მისი შეხედულებების გამო.
31 წლის ცენტრალურმა მცველმა მარტში, ესპანეთთან მატჩის შემდეგ ნაკრების შეკრება დატოვა, რაზეც ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა.
“მან ნაკრების შეკრება დატოვა ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ის არ იყო ბედნიერი, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მასთან საუბარი მქონდა და მესამე მატჩში აღარ იყო ჩვენთან. ყველა ფეხბურთელის მიზანი უნდა იყოს ყოველდღიური წარმატება და მისი ეს სურვილი ეროვნულ ნაკრებსაც უნდა უკავშირდებოდეს”, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
GIPHY App Key not set. Please check settings