in ,

სანიოლი შინაურებს ენდობა: ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდებიან – კარში სხვა მეკარე ჩადგება, სტადიონი კი მაგარია

საქართველოს ნაკრები ივნისში რუმინეთსა და ნიდერლანდების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. დღეს სასტუმრო “შერატონში” საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

საქართველო ორშაბათს დაიწყებს: შემადგენლობა ჩამოიწერა – ვინ არის კუხიანიძე

დავინახეთ, რომ მოგებასთან შორს არ ვართ

შესარჩევი ციკლის განვლილ სამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ გუნდი შენების პროცესშია და ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთან მატჩებში გვქონდა შანსი უკეთესი შედეგი დაგვეფიქსირებინა, მაგრამ, რაც მთავარია, დავინახეთ, რომ ასეთი გუნდების წინააღმდეგ მოგებასთან შორს არ ვართ.

ბათუმის სტადიონი

“ბათუმის “დინამო”-“საბურთალო” თამაშზე ვიყავი და სტადიონი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით აღფრთოვანებული დავრჩი იმ საოცარი პერფორმანსით, რომელსაც ქომაგები სტადიონზე ქმნიდნენ. დარწმუნებული ვარ, კოსოვოსთან მნიშვნელოვან თამაშში ეს ატმოსფერო დიდად დაგვეხმარება”.

სერგო კუხიანიძე და გიორგი ქვილითაია

ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელებს მუდმივად მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება. კუხიანიძე გამორჩეულია იმ მოთამაშეთაგან, რომლებიც ნაკრებში ამ პოზიციაზე მოიაზრებიან და ამ ორ ამხანაგურ თამაშში ახალ სახეებს გამოვცდით. ეს თამაშები მომავალი გუნდის ასაწყობად ძალიან გამოგვადგება.
გიორგი ქვილითაიას რაც შეეხება, მისგან გაცილებით მეტს ვითხოვთ და ეს მანაც ძალიან კარგად იცის. თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეს, მით უმეტეს ცენტრალურ თავდამსხმელს, მეტი ფიზიკური მონაცემები და მეტი სირბილი სჭირდება. იმედია, გიორგი ამას გაგებით მოეკიდება და შეძლებს ამ კომპონენტების გაუმჯობესებას.

ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე

ხვიჩამ ბოლო თამაშები გამოტოვა, მას მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ სერიოზული არაფერი და ის საქართველოს ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება. გიორგი ჩაკვეტაძე კი, სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდაა და ყველას გვაქვს იმედი, რომ მალე ჯანმრთელი დაგვიბრუნდება.

კაპიტანი

ჯაბა კანკავას მცირე ტრავმა აწუხებს და ამიტომ არ გავრისკეთ მისი გამოძახება. მის არყოფნაში კაპიტანი გურამ კაშია იქნება. ამ დროის განმავლობაში დავინახე, რომ საქართველოს ნაკრებს ჰყავს ორი ლიდერი და მოტივატორი – ჯაბა კანკავა და გურამ კაშია.

გიორგი ქოჩორაშვილი

ქოჩორაშვილი ძალიან ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეა და იგი ნაკრების მომავალია. ქოჩორაშვილს “ლევანტეს” ძირითად შემადგენლობაში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, “ლევანტეს” მეორე გუნდსა და ნაკრებს შორის კი, დიდი განსხვავებაა.

მეკარე

90%-ით შემიძლია ვთქვა, რომ რუმინეთთან თამაშს ლაზარე კუპატაძე დაიწყებს. მას ბათუმის “დინამოში” კარგი სეზონი აქვს და მეკარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ძლიერი მენტალიტეტი აქვს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მშრალმა ედერსონმა „ოქროს ხელთათმანი“ მოიგო: ზედიზედ მეორედ

სანიოლი გრიგალავას აკრიტიკებს: რა მოხდა?