იტალიის ჩემპიონატია დასრულებამდე 1 ტურია დრჩენილი და ჩემპიონთა ლიგის 4 საგზურიდან ორის ვინაობა გაირკვა – ჩემპიონი „ინტერი“ და „ატალანტა“. დარჩენილი ორი საგზურისთვის „მილანი“, „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ იბრძვიან. მილანელებს მშვენიერი შანსი ჰქონდათ უფრო წინ გაჭრილიყვნენ , მაგრამ „კალიარის“ ვერ მოუგეს შინ. ამით მათ „იუვენტუსს“ შანსი შეუნარჩუნეს.
პიოლი “კალიარისთან” 0:0-ზე: “ტოპ 4-ში თუ ვერ მოვხვდით, ეს იმედგაცრუება იქნება, მაგრამ ამას წარუმატებლობას ვერ დავარქმევთ”.
ბოლო ტურის წინ
ატალანტა – 78 ქულა
მილანი – 76
ნაპოლი – 76
მილანი – 75
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა ტურინში. „იუვენტუსმა“ უკვე ჩემპიონი „ინტერი“ მიიღო, რომლის მოტივაცია თავისი სიძლიერის დამტკიცება და იტალიაში მთავარი მეტოქისთვის საქმის გაფუჭება იყო. მილანელები ახლოსაც იყვნენ მიზანთან, მაგრამ საქმე უფრო მსაჯმა გააფუჭა. მან სამი პენალტი დადო და სამივე ძალზე საეჭვო. ბოლო პენალტი თამაშის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე მისცა კაცნაკლულ მასპინძლებს.
„ატალანტამ“ სტუმრად მოუგო „ჯენოას“ და ამით გაინაღდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ბერგამოელების დაწევა „იუვენტუსს“ შეუძლია, მაგრამ მათ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ და ამიტომ ტურინელებზე მაღლა დარჩებიან. პატარა „ატალანტა“ ზედიზედ მე-3 სეზონია გადის ჩემპიონთა ლიგაზე.
რუსლან მალინოვსკის 15 (6+9) ქულა აქვს სერია ა-ს ბოლო 10 მატჩში.
პირლო: „რონალდოს პირველად გაუხარდა შეცვლა. ის გასახდელში იღიმოდა“.
„იუვენტუსმა“ „ინტერის“ 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ჩემპიონატში.
ხუან კუადრადომ დუბლი შეასრულა და ეს მისი პირველი გოლებია ამ სეზონში.
რომელუ ლუკაკუ ზედიზედ მეორე სეზონია სერია ა-ში 23 გოლს იტანს.
რონალდოს 29 გოლი აქვს სერია ა-ს 33 მატჩში.
რონალდომ 777 გოლი გაიტანა კარიერაში კლუბსა და ნაკრებში.
ბოლო ტურში ერთმანეთს “ატალანტა” და “მილანი” ხვდებიან. მაგრამ რადგან ბერგამოელებს მოტივაცია აღარ აქვთ, ეს შესაძლოა “მილანის” უპირატესობა იყოს და პირიქით, “იუვენტუსს” საქმე სწორედ ამან წაუხდინოს.
სერია ა – 37-ე ტური
ჯენოა – ატალანტა 3:4
სპეცია – ტორინო 4:1
იუვენტუსი – ინტერი 3:2
რომა – ლაციო 2:0
ფიორენტინა – ნაპოლი
ბენევენტო – კროტონე
უდინეზე – სამპდორია
პარმა – სასუოლო
მილანი – კალიარი
ორშაბათი, 17 მაისი
ვერონა – ბოლონია
GIPHY App Key not set. Please check settings