მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი და კლუბის ნამდვილი ლეგენდა რაულ გონსალესი შესაძლებელია მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამჟამად რაული „კასტილიას“ უდგას სათავეში.
ექს-ფორვარდი ზინედინ ზიდანის შეცვლის მთავარი კანდიდატია. „რეალის“ ხელმძღვანელობა სხვა პრეტენდენტებსაც განიხილავს, მაგრამ ფავორიტად რაული მიიჩნევა, იუწყება Marca.
რაული „კასტილიას“ 2019 წლიდან მწვრთნელობს, მანამდე ის „რეალის“ მოზარდთა გუნდებში მუშაობდა.
რაულმა მადრიდელ ახალგაზრდებს უეფას ახალგაზრდული ლიგა მოაგებინა 2020 წელს.
დიდი ხანი არ არის, რაც გავრცელდა ინფორმაციაა, რომ რაულის სამსახურით გერმანული „აინტრახტია“ დაინტერესებული.
რაულმა შესაძლოა ბუნდესლიგის გუნდი ჩაიბაროს
GIPHY App Key not set. Please check settings