in

ბარსელონაში ახალი გუნდი კეთდება, იტალიაში ხელფასებს ვერ არიგებენ, სიტი ისევ რეკორდებს დასდევს – ამბები მოკლედ

მილანის “ინტერის” ფეხბურთელებმა არ მიიღეს კლუბის პრეზიდენტის წინადადება უარი ეთქვათ 2 თვის ხელფასებზე.

“ბარსელონადან” შესაძლოა 14 ფეხბურთელი წავიდეს. კლუბს სურს შემადგენლობის განახლება წარუმატებელი სეზონის გამო.

“ბარსა” დაინტერესდა “სოსიედადის” ბომბარდირ ისაკით. ის შესაძლოა აგუეროსთან და დეპაისთან ერთად გაიფორმონ.

“ბარსა” დეპაის უკვე მოელაპარაკა. მემფისი თანახმაა ნაკლებ ხელფასზე ითამაშოს, თუ კუმანი დარჩება.

“ბარსა” და აგუეროს აგენტიც შეთანხმდნენ. არგენტინელიც დათანხმდა სახელფასო მადის შემცირებას.

“სიტიმ” პრემიერლიგაში ზედიზედ 12 მატჩი მოიგო (3 გოლი ფერან ტორესმა გაიტანა, ერთი ქუსლით). ეს ინგლისის რეკორდია.

“სიტის” ბურთის ფლობის 82.3% ჰქონდა “ნიუკასლთან” საგარეო მატჩში (4:3). ეს მეორე შედეგია 17 წლის განმავლობაში.

“ატალანტას” უკრაინელი რუსლან მალინოვსკი აინტერესებს “ჩელსის”, პსჟ-ს და “ინტერს”.

“ჩელსის” სურს ტუხელს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუგრძელოს.

ლეონ გორეცკამ Playboy-თან ინტერვიუში გეი-ფეხბურთელებს მოუწოდა არ დამალონ ორიენტაცია.

მასიმილიანო ალეგრი “ნაპოლის” პრიორიტეტია. ამბობენ, რომ ის დე ლაურენტისის მეგობარია.

“რომას” და “ატალატას” ჯიჯი ბუფონის გაფორმება სურთ.

ბუფონი “იუვენტუსიდან” წასვლაზე: “დამირეკეს “ფლამენგოდან”, მაგრამ ვრჩები სახლთან ახლოს”.

“იუვენტუსმა” ფეხბურთელებს თხოვა 4 თვის ხელფასის გადახდის გადავადებას დათანხმდნენ.

პსჟ მუშაობას განაგრძობს სერხიო რამოსის გადაყვანაზე. კლუბი ნეიმარს დაპირდა შემადგენლობის გაძლიერებას.

ჯესი ლინგარდი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს აპრილში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: არგენტინა „მის სამყაროზე“ მარადონას ფორმით წარდგა

11 ფეხბურთელი, რომლებიც მულტფილმის გმირებს გვანან