in

რონალდომ ლისაბონში პენტჰაუსი იყიდა, სპორტინგში დაბრუნება უნდა და მზადაა ხელფასი მოიკლოს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო „სპორტინგში“ დასაბრუნებლად ემზადება. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი ლისაბონურ კლუბში კარიერის დასაწყისში თამაშობდა.

პორტუგალიელი მზადაა, რომ ამჟამინდელი ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას, რათა ლისაბონში შეძლოს თამაში.

ცოტა ხნის წინ მან პორტუგალიის დედაქალაქში 7 მილიონ ევროდ შეფასებული პენტჰაუსი იყიდა.
რონალდო ლისაბონში მთელ ოჯახთან ერთდ გადავა. კრიშტიანო ჯორჯინასთან და ბავშვებთან ერთად მე-13 სართულზე იცხოვრებს რუა კასტილიოს უბანში ულტრა-პრემიუმ კლასის შენობაში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდო „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

ლეგენდა სამშობლოში დაბრუნდება: რონალდო იუვენტუსში რჩება და მერე სპორტინგში წავა

რონალდომ “სპორტინგი” 2003 წელს დატოვა და “მანჩესტერში” გადავიდა 16.7 მილიონად.
ლისაბონური კლუბი პირველად 19 წლის განმავლობაში პორტუგალიის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება მიიღო.

კრიშტიანომ სპორტინგს 19 წლის განმავლობაში პირველი გამარჯვება მიულოცა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფან-კლუბ ლიგა იწყება: პირველობისთვის 16 გუნდი იბრძოლებს

სამი წაგების შემდეგ ტოჩინოშინმა მოიგო